თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს (+100 კილოგრამი), ილია სულამანიძეს (-100 კილოგრამი) და ლაშა ბექაურს (-90 კილოგრამი) ვიხილეთ.

ილია სულამანიძე ფინალში მატვეი კანიკოვსკისთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ფრანგი ლორის ტასირი დაამარცხა, ლაშამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს
დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 7 მედალი მოიპოვა.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ამის მეშინოდა! ძალიან გაგვიშოუმენდა ლაშა ბექაური!
ტაბუ
17:39 27-04-2024
6
დროა ილიამ პირველობა დადოს, მშვენიერ ფორმაშია ყველანაირად. თუშოს წარმატება მართლაც უძლიერეს ტასოევთან, ძალიან მძიმე ბრძოლა ელის, ალბათ რამე მოულოდნელი და ორიგინალური უნდა შესთავაზოს რომ დაამარცხოს. ლაშას რაც შეეხება.. ძალიან დიდი იმედგაცრუებაა მისი ბოლო ჩემპიონატები- ორჯერ ევროპა და ორჯერ მსოფლიო.. ერთხელაც ვერ დადო ოქრო.. ასე ოლიმპიადაზე გაუჭირდება ძალიან საპრიზოც კი,არადა ყველაზე დიდი იმედები მასზე და ტატოზეა რეალურად.
ალექს
16:52 27-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული