ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა

AutoSharing Option
ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება - ევროპის კავშირმა 2023 წლის საუკეთესოები დაასახელა და გამარჯვებულ ნომინანტებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე შესაბამისი პრიზები გადასცა.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა
​წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი - შალვა გურეშიძე
​წლის საუკეთესო გუნდი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი
მოიგო და ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.

წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო ტატო, სამაგალითო სპორტსმენი ხარ. სიამოვნებით ვიხილავდი საქართველოს მედროშედ ოლიმპიადაზე, ასეთი რაინდი უნდა გაუძღვეს გუნდს! წარმატებები
0
მაგარია ჩვენი ტატო! ევროპაშიც საუკეთესოა და მსოფლიოში! ხვალ-ზეგ მსოფლიო იწყება და მესამედაც მოგველოცოს ტატოსთვის გამარჯვება და რა თქმა უნდა ოლიპიადაზეც ოქროს ვუსურვებ!
არჩილ
21:17 17-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული