ჭიდაობა

ძიუდო

გრიგალაშვილი ოქროსთვის, გოჩილაიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 3 ძიუდოისტი წარდგა. მათგან -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვს შეხვდება.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება, ახალგაზრდა ძიუდოისტი ნახევარფინალში ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. 

-63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.