ჭიდაობა

ძიუდო

იპონით წუთზე ოდნავ მეტში - ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეხუთე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) ჩაერთო.

ჩვენებური მერვედფინალში 30 წლის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა, რომელიც ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე 25 წლის სამხრეთკორეელი ჯუიეოპ ჰანი იყო, რომელსაც წუთზე ოდნავ მეტში, კერძოდ, 1:22 წუთში იპონით სძლია.
ასევე დაგაინტერესებთ