ევროპის ჩემპიონატი: რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს ვიტალი შურს შეხვდება.
ქართველმა სპორტსმენმა პირველ შეხვედრაში (130 კგ) ესპანელი ჰერედია მენია აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა, შემდეგ ასევე 8:0 დაამარცხა უკრაინელი ვლადისლავ ვორონი.

რობერტ კობლიაშვილმა სტარტზე (87 კგ) ბულგარეთის წარმომადგენელ აბდელსლამ შებლე მოჰამედს 5:2 მოუგო, შემდეგ კი შვედი კ. ბერგი 2:1 დაამარცხა.

ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათიდან განახლდება.

თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ) დაძაბულ ბრძოლაში 7:5 დაამარცხა თურქი ს. აკოიუნი და 1/4-ფინალში
გავიდა, სადაც რუსების 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ რომან ვლასოვთან 0:4 დათმო.

ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) აზერბაიჯანელ ტ. მამადოვს 2:0 მოუგო, ხოლო შემდეგ რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან 4:12 წააგო.

ნუგზარ წურწუმიამ პირველივე შეხვედრა (55 კგ) აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 0:9 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახევარფინალები აღარ გაიმართა თუ რატომ არ წერთ არაფერს? :)
0
წარმატებები ბიჭებო!
zaza
16:56 30-04-2018
1

სიახლეები პოპულარული