ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ მაისს დაღესტნურ კასპიისკში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (87) ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

კობლიაშვილმა რუსი ბეკხან ოზდოევი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ქართული დროშა ააფრიალა.

ჩვენებურმა მასპინძელი უფო ჯიკაობაში დაჯაბნა, თუმცა ქულაც გააკეთა: ოზდოევი პასიურობისთვის ქულით დასაჯეს და ჩოქბჯენშიც ჩააყენეს.

კობლიაშვილს ცოტა კი გაუჭირდა მისი აქაჩვა, მაგრამ მაინც გადააგდო და ანგარიში 3:0 გახადა. იქვე იყო ერთი უცნაური ეპიზოდი, როცა ამ გდების შემდეგ თავზე დამდგარი მეტოქე კობლიაშვილი ისევ დააწვინა და მსაჯმა კიდევ ორი ქულაც დაუმატა, მაგრამ რუსებმა გააპროტესტეს, რაც მსაჯთა
კომისიამ დააკმაყოფილა. შედეგად, ჩვენებურს მოუხსნეს ორი ქულა, რუსს კი ერთი მისცეს და ანგარიში 3:1 გახდა.

კობლიაშვილმა მეორე პერიოდის დაწყებისთანავე გაიარა ბეწვის ხიდზე: პასირუობისთვის უკვე ის დასაჯეს ქულით - 3:2 და თან ჩოქბჯენშიც დააყენეს. ოზდოევმა კი აქაჩა, მაგრამ გდება არ გამოუვიდა სრულყოფილი, კობლიაშვილი წამოუხტა და თავიც გადაირჩინა, თორემ რუსი დაწინაურდებოდა.

დარჩენილ დროში ჩვენებურს ბევრი არაფრის გაკეთება არ უცდია, ისევ მიწოლა-ჯიკაობაში მხოლოდ თავს იცავდა, რაც წარმატებით შეასრულა და კარიერაში პირველი ტიტულიც მოიხვეჭა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ის ევროპის ვიცე-ჩემოიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი იყო.


გარდა ამისა ნუგზარ წურწუმიამ (55) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ვასილ ტოპოევი 6:6 ბოლო წესით ქულით დაამარცხა.


იაკობ ქაჯაიამ (130) ბულგარელ მიროსლავ მითტოდიევს 5:0 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ბრინჯაოსთვის თორნიკე ძამაშვილმაც (77) იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ფინალურ ბლოკში რამდენიმე მონაწილე ხვალაც გვეყოლება: ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67) ფინალში იჭიდავებს, სადაც რუს არტემ სურკოვს შეხვდება. დამამშვიდებლის ფინალშია ანუ პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ოზურგეთელი დებიუტანტები - დავით ჩხარტიშვილი (60) და იური ლომაძე (72). ჩხარტიშვილი გერმანელ ეტიენ კინსინგერსა და უნგრელ ერიკ ტორბას შორის მოგებულს შეხვდება, ლომაძის მეტოქე კი ჯერ არაა გარკვეული.

სამწუხაროდ, დღეს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (82) და კუკური კირცხალიამ (97)

lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
პატარიძეს ტრავმა აქვს თუ მსოფლიოსთვის ამზადებენ?
lelo
12:10 02-05-2018
0
გაიხარე რობერტ, კიდევ ბევრ გამარჯვებებს, მათ შორის ოლიმპიადაზე გამარჯვაბას გისურვებ.
გიზოგ
10:09 02-05-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული