ჭიდაობა

კლასიკური

კუდო. მსოფლიო ჩემპიონატი. რაულ თუთარული ფინალშია

AutoSharing Option
პირველ დეკემბერს იაპონიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მებრძოლმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს კუდოს ნაკრების კაპიტანი რაულ თუთარული რუს მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯერ ლიეტუვას ნაკრების წევრს, იგნას ბარისას მოუგო, შემდეგ კი იაპონელი სოიამა რიოტა დაამარცხა.

კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალაქ ნაგოიაში 1-2 დეკემბერ იმართება. ფინალური შეხვედრები დღეს 11 საათზე გაიმართება.