გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მისთვის ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წუხელ დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

interpressnews.ge

altმოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

alt"ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე

ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს"

altლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოჯახში შიგნით რას იზამენ მათი საქმეა, მაგრამ საჯაროდ რაც ხდება (პირდაპირ ეთერში) ამას უკვე კანონი არეგულირებს და რაც ეხლა ხდება ისაა რომ კანონზე მაღლა დადგომა სურთ--სხვებს თუ გასდით რით არიან ნაკლები!
გიორგი
24 იანვარი 2019 13:03
0
მოვითხოვთ ქართველი ქომაგების სახელით რომ პარლამენტის სპორტის კომიტეტი შეიკრიბოს და ვითარების მოწესრიგებამდე შეუჩერდეს დაფინანსება ძიუდოს და ჭიდაობას!
patrioti
24 იანვარი 2019 10:17
1
აბა რა უნდა შეწყვიტოთ ვარჯიში საერთოდ წადით სახლში რაზე უნდა დაიხარჯოს თქვენზე ბიუჯეტის ანუ ხალხის ფული პენსიონრებს დაუმატეთ ამათ შენახვაზე დასახარჯი ფული თავის დროზე ძიუდოისტებს რომ გაუტარეთ და გაუვიდათ მიტო არიან დიდ გულზე მოუხსენით ხელფასები და აღარ მოუნდებათ აქციები და შანტაჟი
კახა
24 იანვარი 2019 03:07
1
ყოჩაღ ბიჭებო! არ ივარჯიშოთ, გაიფიცეთ, ერთმანეთში ჩხუბში ივარჯიშეთ და ნაკრებიდან რომ გაგაბუნძულებენ და სამუდამო დისკვალიფიკაციას რომ მიიღებთ მერე პარლამეტში შეძვერით, ზოგიერთ ჩია პარლამენტარს ჩხუბი რომ არ შეუძლია მათ მაგივრად იჩხუბებთ და ოჯახსაც შეინახავთ. აბა ჭიდაობა რას გაძლევთ და იქედან მიღებული საპრიზო თანხები თუ სტიპენდიები. პარლამენტი ჯობია.ზონდერები იქ უფრო საჭიროა თან თუ ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონეს მოსცხებთ, ხომ მთლად აშენდებით და სუფრასთანაც მიგიშვებენ.ხოტა ხნის წინ მთელი საქართველო ფეხბურთელებს ლანძღავდა და მრავალფეროვნება ხომ გვჭირდება, ცოტას შეგიკურთხებთ ხალხი და დაავიწყდება ყველაფერი, თქვენ კი საქართველოს ისტორიას შეცვლით პარლამენტიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით. კანონით დაუშვით ნაკრებებში ერთმანეთში ჩხუბი, შეჯიბრებაზე არწასვლის გამო გაფიცვა, წონის დასაგდებად შიმშილობა გამოაცხადეთ და თქვენი საოცარი ტვინი კიდევ ბევრ საინტერესოს მოიგგონებს. აბა თქვენ იცით, მიაწექით პირველ ჩვენებას. გაუმარჯოს ქართულ სპორტს! ადმინ, მიდი, დაბლოკე და ხვალ აქციაზე გელით, სამსახურში არ წახვიდე, სიახლეებს უთქვენოთ გავიგებთ.
emigranti
24 იანვარი 2019 02:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული