ირმა ჭკადუა - ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში, ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა

AutoSharing Option
სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გირაოს გადახდისთანავე უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი პროცედურულად დღესვე განხორციელდება.

"რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგეშიძის გადაყენების მოთხოვნას, აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რომ სასამართლომ ის არ გადააყენა. ყველამ იცის ფედერაცის ის წარმატებები, რომელიც მისი პრეზიდენტობისას განხორციელდა", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობს, ვინაიდან უნდა გაირკვეს სხეულზე დაზიანებები ვის მიერ მიადგა ადამიანებს. "სასამართლოში დღეს წარვადგინეთ ფორმა
100, სადაც წერია, რომ ბატონ გეგეშიძეს დაადეს ნაკერები. ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში. ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა. როცა ვამოვა, თავად გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. არის ზღვა მასალა, გამოთხოვილია პირდაპირი ტრანსლაცია, უნდა დავსხდეთ, ვნახოთ როგორც ადვოკატებმა, ისე პროკურატურამ. უნდა გამოიძის პროკურატურამ ვინ ვის რა სახის დაზიანება მიაყენა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარე ვართ, ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტურობა, უნდა გაირკვეს ვის მიერ მიადგა ადამიანს დაზიანება და საერთოდ, ეს დაზიანება ინციდენტის დროს იყო მიღებუული, თუ ტატამზე მიღებული დაზიანება იყო. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ამას საგამოძიებო ორგანიები გამოიძიებენ", - განაცხადა ჭკადუამ.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამართლიანობამ უნად იზეიმოს, არც ერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს უხეში ძალით. ამ ინცინდენტს მორალური მხარე აქვს, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პირველ რიგში. ისიც უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ ''როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა''.
გიზოგ
25 იანვარი 2019 15:21
1
"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძე. მხარდამჭერებმა და არამხოლოდ მათ, ჩვენც რიგითმა მოქალაქეებმა მორიგეობა დავაწესოთ, რამე არ მოუვიდეს გეგას, დავიღუპებით... :) :) :)
giorgi
25 იანვარი 2019 09:51
0
ნათლად ჩანს, რომ ჭიდაობის დროს არაფერი დაზიანება არ ქონია, რას გვაბოლებს ეს ქალი, ნამუსიც კარგი საქონელია. რა გახდა ეს სკამი, ვერავინ რომ ვერ ეცილება,ცოტა საზოგადოთ შეხედონ, კაცი რომელიც უნდა იყოს სამაგალითო როგორც ფერერაციის პრეზიდენტი, ძველბიჭობს და თუნდაც ნერვებს ვერ ითოკავს, ამავე დროს არის თუნდაც რომელიმე სპორტსმენის გზის დამბლოკველი, რა მორალით უნდა დარჩეს თანამდებობაზე.
mamuka
25 იანვარი 2019 00:51
0
ეს ქალი 99% დამნაშავეთა ადვოკატია პროკურატურაში გავლენები აქ და იმიტო იყვანენ ადვოკატად ერთს გავიხსენებ ერთ არასრულწლოვან იცავდა 3 თანატოლი დაჭრა ხოდა სასამარტლოზე როგორ ცდილობდა წმინდანად გამოყვანას ის ბრალდებული სწავლობს ოქროს დიპლონზე და ზაფხულში აბარებს უნივერსიტეტში ძნელი დასაჯერებელია მარა თუ არ გჯერათ დაგუგლეთ ასე რო ეხა როგორც არ უნდა გაამართლოს არ გაგიკვირდეთ
ნოდო
24 იანვარი 2019 22:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული