ჭიდაობა

კლასიკური

ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავე აშშ-ს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
23-26 იანვარს, აშშ-ს ქალაქ კოლორადო სპრინგსში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ოლიმპიური ჩემპიონის დეივ შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

მძიმე წონაში ტურნირის გამარჯვებული მისი ერთადერთი ქართველი მონაწილე გოჩა დავითაძე გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელ ტობი ერიქსონს 7-6 მოუგო.

მომზადებული ჭიდაობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით.