ტურნირის ჩემპიონი ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) გახდა, რომელმაც ფინლაში აზერბაიჯანელი კამრან მამადოვი 7-1 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს. მაჭარაშვილს მცირე ტრამვის გამო თანაგუნდელი ნუგზარ წურწუმია არ გამოუცხადდა, მელიამ კი ასევე თანაგუნდელ მათე სოფაძეს გადამწყვეტ შეხვედრაში 2:1 სძლია.
დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გამართეს 60, 67, 77, 87,130 კგ
ფინალური ბლოკი დღეს, 3 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება.
"ვები ემრეს" სახელობის რიგით 37-ე საეთაშორისო ტურნირზე 11 ქვეყნის 200-ზე მეტი ფალავანი იღებს მონაწილეობას.
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]
მომზადებულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის მიხედვით.