23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სერბეთში მიმდინარე 23-წლამდე ევროპირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 5 წონითი კატეგორიიდან 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები საერთო გუნდური ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს.

ხვალ 6 მარტს, საქართველოს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს, ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ) და
გიორგი მელია
(97 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) იჭიდავებს, ასევე ბრინჯაოს მედლისათვის დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს ბრძოლას გიორგი კურტანიძე (67 კგ).

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაახლოებით ასე გამოდიოდა ხოლმე სსრკს ნაკრები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე.ერთ ორ ოქროს სამადლოდ მიუგდებდა სხვა ქვეყნებს,რომ ჭიდაობის სურვილი,მთლიანად არ დაეკარგათ
სოსო
09:01 06-03-2019
1
,,ბერძნულ-რომაული'' სტილი ეს არის ,,კლასიკური'' ჭიდაობა და ამიტომ სპორტის რუბრიკაში, ჭიდაობის განყოფილებაში - კერძოდ კლასიკურში მოათავსეთ ეს ინფორმაციები. კარგი იქნება ვიდეო ინფორმაციებსაც დაურთავთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
თქვენი ერთგული მკითხველი.
თხოვნა რედაქციას
13:53 06-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული