ჭიდაობა

კლასიკური

ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
12 აპრილს, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი შეხვედრები გაიმართა, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 77, 87 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები ასპარეზობენ.

ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) უნგრელ ბენს კოვაჩს იოლად, 10:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ სტეპან მარინიანს შეხვდება.

იაკობ ქაჯაიამ (130 კგ), პირველი შეხვედრის მსგავსად, აშკარა უპირატესობით, 10:0 მოუგო პოლონელ კრაევსკის და ნახევარფინალში რუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიურპრიზიორ სერგეი სემიონოვს დაეჭიდება.

ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ აზიზლისთან 0:9 დათმო.

ბექა მამუკაშვილმა (77 კგ)
ავსტრიელ ვაგნერს 6:5 მოუგო, შემდეგ კი მერვედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე ედგარ ბაბაიანთან 2:7 წააგო.

რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) პოლონელ ტადეუს მიხალიკთან დათმო შეხვედრა 3:4 და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

55 კგ
ტიტა ფლორინი (რუმინეთი) - ანდრე როენინგენი (ნორვეგია)
ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი) - ვიტალი კაბალოევი (რუსეთი)

63 კგ
ლევან ქავჟარაძე (საქართველო) - სტეპან მარინიანი (რუსეთი)
ტალეჰ მამადოვი (აზერბაიჯანი) - სტივ-ადნრე ბერგი (ნორვეგია)

77 კგ
ფატიჰ ჩენგიზი (თურქეთი) - რომან ვლასოვი (რუსეთი)
რომანდ შვარცი (გერმანია) - დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი)

87 კგ
ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი) - მიკალაი სტადუბი (ბელორუსი)
ჟან ბელენიუკი (უკრაინა) - ეივიდას სტანკევიჩუსი (ლიეტუვა)

130 კგ
ჰეიკი ნაბი (ესტონეთი) - რიზა კაია (თურქეთი)
იაკობ ქაჯაია (საქართველო) - სერგეი სემიონოვი (რუსეთი)

ნახევარფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის ნახვა "სილქ უნივერსალზე" შეგიძლიათ.