ჭიდაობა

კლასიკური

ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: იაკობ ქაჯაიამ რუს მსოფლიოს ჩემპიონს სძლია და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
12 აპრილს, რუმინეთში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალში გავიდა, ლევან ქავჟარაძე (63 კგ) კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ქაჯაიამ ფინელი ლაჰტი (9:0), პოლონელი კრაევსკი (10:0) ადვილად დაამარცხა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონს და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს რუს სემიონოვს 3:2 სძლია და ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, თურქ რეზა კაიას შეხვდება.

ქავჟარაძემ უნგრელ კოვაჩს 10:0 მოუგო, რუსეთის წარმომადგენელ მარინიანთან კი ვერას გახდა, 3:11 წააგო და მესამე ადგილისთვის პოლონელ ტრაჩსა და ლიტველ პეტრავიჩიუსს შორის გამარჯვებულს ეჭიდავება.

ქაჯაიასა და ქავჟარაძის ბრძოლები 13 აპრილს
გაიმართება.

13 აპრილს ტურნირზე რამაზ სურმანიძე (60 კგ), საჩინო დავითაია (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ჩაებმებიან.