ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, დავითაია მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
14 აპრილს, რუმინეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გობაძე (82 კგ) და საჩინო დავითაია (67 კგ) მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. გობაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, დავითაია კი, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

გობაძემ ფინალი დანიის წარმომადგენელ ბისულთანოვთან 3:4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მან ფინალამდე მოლდოველი ბრადუ 5:4, რუსი კომაროვი 5:0 და ფინელი როპონენი 11:0 დაამარცხა.

დავითაია მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ევროპისა და მსოფლიოს რუს ჩემპიონთან, არტურ სურკოვთან 1:2 დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

დავითაიამ იქამდე გერმანელ ვაისს (9:0) და უკრაინის წარმომადგენელ ნასიბოვს სძლია,
ნახევარფინალში კი თურქ იუკსელთან 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ბიჭებს, იბრძოლეს ვაჟკაცურად. 9 მედალი - 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო, დასანანია ოქრო ვერ ავიღეთ. (საჭიროა მეტი სიფრთხილე,უდიდესი კონკურენციაა და აქედან გამომდინარე...). შეიძლება ამ მომენტში ეს შედეგი უკეთესიც იყოს სიფხიზლისათვის - მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შემდეგ ოლიმპიადისათვის უფრო მეტი მოტივაცია იქნება. იმედია ფედერაციას უფრო მშვიდ გარემოში მოუწევს მუშაობა.
არაჩასაფრებული
13:53 15-04-2019
1
არადა, ჭიდაობის ფედერაციაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ გვაქვს ასეთი ცუდი შედეგები. ერთადერთი დასკვნა: არაა ჭიდაობა ჩვენი საქმე და ჯობს ისევ ბეისბოლს მივხედოთ
დინამოელი
08:23 15-04-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული