ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, დავითაია მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
14 აპრილს, რუმინეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გობაძე (82 კგ) და საჩინო დავითაია (67 კგ) მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. გობაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, დავითაია კი, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

გობაძემ ფინალი დანიის წარმომადგენელ ბისულთანოვთან 3:4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მან ფინალამდე მოლდოველი ბრადუ 5:4, რუსი კომაროვი 5:0 და ფინელი როპონენი 11:0 დაამარცხა.

დავითაია მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ევროპისა და მსოფლიოს რუს ჩემპიონთან, არტურ სურკოვთან 1:2 დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

დავითაიამ იქამდე გერმანელ ვაისს (9:0) და უკრაინის წარმომადგენელ ნასიბოვს სძლია,
ნახევარფინალში კი თურქ იუკსელთან 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ბიჭებს, იბრძოლეს ვაჟკაცურად. 9 მედალი - 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო, დასანანია ოქრო ვერ ავიღეთ. (საჭიროა მეტი სიფრთხილე,უდიდესი კონკურენციაა და აქედან გამომდინარე...). შეიძლება ამ მომენტში ეს შედეგი უკეთესიც იყოს სიფხიზლისათვის - მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შემდეგ ოლიმპიადისათვის უფრო მეტი მოტივაცია იქნება. იმედია ფედერაციას უფრო მშვიდ გარემოში მოუწევს მუშაობა.
არაჩასაფრებული
15 აპრილი 2019 13:53
1
არადა, ჭიდაობის ფედერაციაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ გვაქვს ასეთი ცუდი შედეგები. ერთადერთი დასკვნა: არაა ჭიდაობა ჩვენი საქმე და ჯობს ისევ ბეისბოლს მივხედოთ
დინამოელი
15 აპრილი 2019 08:23
2
არცერთი - ოქრო (?!) -შედეგი - სუსტი მომზადების (!) - ვერც ფიზიკურად იყვნენ ჯანზე , ვერც ფსიქიკურად... 2-3 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ (?) - ლიდერების წინააღმდეგ თუ სპეც- მომზადება არ გაიარეს, განსაკუთრებით მძიმე წონებში -ვერ მსოფლიოზე და ვერც ოლიმპიადაზე ოქროს ვერ ავიღებთ (?!)
გლახუნა
14 აპრილი 2019 23:23
0
Sircxvilia jidaoba biznesad aqcies
Bacho
14 აპრილი 2019 23:19
0
არცერთი - ოქრო (?!) -შედეგი - სუსტი მომზადების (!) - ვერც ფიზიკურად იყვნენ ჯანზე , ერი ფსიქიკურად... 2-3 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ (?) - ლიდერების წინააღმდეგ თუ სპეც- მომზადება არ გაიარეს, განსაკუთრებით მძიმე წონებში -ვერ მსოფლიოზე და ვერც ოლიმპიადაზე ოქროს ვერ ავიღებთ (?!)
გლახუნა
14 აპრილი 2019 22:58
0
Sruli kraxi
gela
14 აპრილი 2019 22:07
0

სიახლეები პოპულარული