რუსმა მოჭიდავემ ქართველი სპორტსმენი თაღლითობაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროს გარეშე, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედლებს იაკობ ქაჯაია (130 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) დაეუფლნენ, მესამე ადგილზე კი ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) გავიდა.

ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე საჩინო დავითაიას. სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 1:2 რუს მოჭიდავესთან, არტიომ სურკოვთან დამარცხდა.

აღნიშნული დაპირისპირების დეტალებზე სურკოვმა მოგვიანებით რუსულ მედიასთან ისაუბრა.

"ქართველ მოჭიდავეს პირველად შევხვდი. როგორც
ვიცი, ის აქამდე 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ჩემი აზრით, მას სხეულზე რაღაც ჰქონდა წასმული - ხელები ძალიან მისრიალებდა.

რასაკვირველია, მწვრთნელს უმალვე გავაგებინე ეს ამბავი. სამწუხაროდ, თანამედროვე ჭიდაობაში ასეთ ფაქტებს ხშირად ვხვდებით. როდესაც გააპროტესტებ - მაშინვე პირსახოცით იმშრალებენ კანს, რის შემდეგაც სხეული კვლავ მშრალივითაა, თუმცა ხელები კვლავ გისრიალებს.

თითოეული ბრძოლისთვის ისე ვემზადები, როგორც უკანასკნელისთვის. თუ ვერ ვიგებ, ვცდილობ, მეტოქე ბოლომდე დავჩაგრო. სამწუხაროდ, ადამიანი ყოველთვის ვერ იყენებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს. მართალია, ბევრი ოცნებობს აქ მოხვედრაზე, მაგრამ მინდა მოვუბოდიშო მწვრთნელებსა და ჭიდაობის ფედერაციას, რადგან ოქროს მედლის აღება ვერ მოვახერხე", - დაასრულა სურკოვმა.

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
სსსუკინი ძეწი!!!)))
სსსსსსსსსსსსსსსსსსსს
07:05 06-06-2019
0
აზერები, მთელი სახელმწიფო ბოლო წლებია გადაყოლილი არიან ჭიდაობაზე.(ვულოცავ წარმატებებს). ჩვენ კი ჭიდაობის გარდა გვაქვს - რაგბი, კალათბურთი, ფეხბურთი, ძიუდო, ძალოსნობა და ა.შ. თუ ვინმეა ბიჭი მსოფლიოში, ერთი ჩვენცა ვართ.( რა ქნას მეტი ამ პატარა ქვეყანამ. თქვენი მოსაწონი ხომ არ იქნა არაფერი.)
ისე, რომ იცოდეთ
17:52 17-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული