ჭიდაობა

კლასიკური

მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!

AutoSharing Option
29 ივნისს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

ქაჯაიამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის შეხვდა და 10:4 მოუგო. ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ნოვერგიელ ოსკარ მავრიკს შეხვდება.

ნახევარფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:20 საათიდან დაიწყება.

სამწუხაროდ რევაზ ნადარეიშვილი (97) სომხების ოლიმპიურ და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ არტურ ალექსანიანს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დათმო შეხვედრა.

რობერტ კობლიაშვილი (87) მეოთხედფინალში ბელორუს რადზიკ კულიესთან 1:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ ზაურ
კაბალოევს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ხოლო დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის რუმინელ რაზვან არნაუტთან იჭიდავებს. შეხვედრა ჩვენი დროით 19:30 საათზე გაიმართება.