მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130 კგ) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

ქაჯაიამ 2:0 მოუგო ნორვეგიელ მარვიკს და ხვალ ოქროს მედლისათვის ბელარუს კირილ ჰრიშანკას დაეჭიდება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი სერგეი სემიონოვი 3:1 დაამარცხა.

ქაჯაიამ ფინალამდე ლიტველ რიმას ფრიდრიკასს 4:0 და აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის 10:4 სძლია.

რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) ხვალ დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) რუმინელ რაზვან არნაუტს გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან ფინალში
1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ტურნირზე 28 მედლით (6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო) მეხუთე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული