პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ციალკოვსკისა და პიტლასინკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ნუგზარ წურწუმია (55 კგ). ფინალში მან, ჩვეულ სტილში, ეფექტური გდებებით 8:0 მოუგო რუსეთის ნაკრების წევრ ელჩინ იბრაგიმოვს.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ლევან ქავჟარაძემ (67 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ).