ჭიდაობა

კლასიკური

აბულაძემ და ქაცანაშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
ტალინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი აბულაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევთან 3:5 დამარცხდა.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ქაცანაშვილმა ფინალი რუს ილია ერმოლენკოსთან 0:2 ორი საეჭვო გაფრთხილებით წააგო.

რობინზონ ესაძემ (130 კგ) რეპეშაჟში ბელარუს მიკიტა კალავსკის 4:0 სძლია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი თურქ მუჰამეტ ბაკირთან 1:5 დათმო.

ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1)
და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა და ფინალში სომეხ შანთ ხაჩატრიანს ეჭიდავება.

ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელარუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5) და მედლისათვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.