ორი ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
14 სექტემბერს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ყახაზეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

წურწუმიამ ჩინელი ჩაო 9:0 და რუსი კაბალოევი 8:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ შოთა ოგავას შეხვდება.

გობაძემ ამერიკელ სტეფანოვიჩს 7:0 და ჩინელ ქიანს 9:0 მოუგო, ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდება.

ნახევარფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის ნახვა სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.

55 კგ
ნუგზარ წურწუმია (საქართველო) - შოთა ოგავა (იაპონია)
ალდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი) - ხორლან ხაკანშა (ყაზახეთი)

63
კგ
შინობუ ოტა (იაპონია) - ალმატ კებისვაევი (ყაზახეთი)
სტეპან მარინიანი (რუსეთი) - სლავიკ გალსტიანი (სომხეთი)

72 კგ
აბუაზიდ მანციგოვი (რუსეთი) - ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
აიკ მნაცაკანიანი (ბულგარეთი) - არამ ვარდანიანი (უზბეკეთი)

82 კგ
ლაშა გობაძე (საქართველო) - ნურბეკ ხაშიმბეკოვი (უზბეკეთი)
საედ აბდვალი (ირანი) - რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლინკი დადეტ ვინმემ
bajo
14 სექტემბერი 2019 15:31
0
შოთა ოგავა იაპონელია?
ბაჩო
14 სექტემბერი 2019 14:40
0
კი იაპონელია. შოთა იაპონიაში ბევრს ჰქვია. შოთა ჩოჩიშვილის პატივსაცემად არქმევდნენ იაპონელები შვილებს შოთას.
giorgi
14 სექტემბერი 2019 18:21
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული