ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
14 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ფინალში გავიდნენ.

წურწუმიამ ჩინელი ლუგუო ჩაო 9:0, რუსი ვიტალი კაბალოევი 8:3 და იაპონელი შოტა ოგავა პირველივე პერიოდში წმინდად დაამარცხა და ფინალში ყაზახ ჰორლან ზაკანშას დაუპირისპირდება.

გობაძემ ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს 7:0, ჩინელ ჰაიტაი ქიანს 9:0 და უზბეკ ნურბეკ ჰაშიმბეკოვს 3:1 მოუგო და ოქროსთვის აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს ეჭიდავება.

ფინალები 15 სექტემბერს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახევარფინალში გავიდნენ
დიმა
09:16 15-09-2019
2
წარმატებები მოჭიდავეებს.რატომ არ წერთ რომ ეს წონები არ არის საოლიმპიადო?
jorj
23:44 14-09-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული