U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქავჟარაძე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, ფინალში ირანელ დალხანის ამარცხებდა (6:2), მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს გაშვებული გდებით დასანანი მარცხი განიცადა.

ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან 1:6 წააგო.

პატარიძემ კი  გუშინ მიღებული ხელის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ფინალში ირანელ ალიაკბარ იოსოფიაჰმადჩალითან ჭიდაობა.

გიორგი მელიამ (97 კგ) ბელარუსი კამინსკი 5:1 დაამარცხა და ფინალში ფინელ სავოლაინენს შეხვდება.

აივენგო რიკაძე (82 კგ)
ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. რამაზ ზოიძე (72 კგ) დამაშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ჩხარტიშვილი რატომ დაყავთ ყველა ტურნირზე ვერ მივხვდი, იქნება ვინმემ გამახსენოთ მაგის მოგებული ერთი შეხვედრა? ჭ-კლასის რუმინელთან რომ დათმობ შეხვედრა რა გინდა ეროვნულ ნაკრებში? იქნება აწიოთ წურწუმია მაგ წონაში ეგ ხომ ოლიმპირი წონაა. იაკობ ქაჯაიას პატივს ვცემ მაგრამ ოლიმპიადაზე პატარიძემ უნდა იჭიდავოს მაგაში მემგონი ყველა ჭიდაობის გულშემატკივარი დამეთანხმება.
zviadi
03 ნოემბერი 2019 12:30
2
ჩხარტიშვილს მართლა არანაირი პერსპექტივა არა აქვს თუ არ მოუმატა ვარჯიშს ,არც სანაკრებო არის , პატარიძეს- ასე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს ძალიან უჭირს, თვით თავის წლოვანებში-ც კი, ერთ დონეზე დარჩა და აღარ ,,იზრდება,, არ-ც ფიზიკურად და არც გამძლეობით, არა მგონია დიდებში რამე შეძლოს- ოლიმპიადისათვის ქაიას-თან და მისთანებთან მოგებისათვის და საერთოდ ბიჭებს -ყველა სახის ჭიდაობაში - ს პ ე ს - მომზადება ჭირდებათ, არა მარტო- ფიზიკა- გამძლეობა, ფსიქოლოგიურად და სტრატეგიულად , თორე მე-3-ე ადგილებს ვ ე რ ავცდებით!
გლახუნა
04 ნოემბერი 2019 13:36
2
იქნება მოგვაწოდოთ იმფორმაცია პატარიძის მდგომარეობაზე, ოლიმპიური წელი მოდის და მისგან მხოლოთ ოქროს ველოდებით!
antoni
03 ნოემბერი 2019 11:44
0
ზაზა- ს- იღლებიან, გამძლეობაზე სპეციალური ვარჯიშები ა რ ა აქვთ, ქართველთა გენეტიკური პრობლემაცაა - სიზარმაცე... საჭიროა სპეც -მომზადება გამძლეობაზე, ქავჟარაძე - ს, ხეცურიანსაც და სხვებსაც კიდევ მეტად ძალის მომატებაზე - ც მუშაობა ჭირდება ,კიდევ მეტად ფიზიკური დატვირთვები და ყველა წონაში აქვთ ბიჭებს დიდი შანსები, ოლიმპიური ჩემპიონებიც გახდნენ ... მაგრამ ისე მიდის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ( გამონდინარე პოლიტიკური მმართველობიდან), ვშიშობ რომ მალე ფინანსურ პრობლემებზე და გაჭირვებულ მდომარეობაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ისე როგორც 2003 წლამდე ... და ეს ყველა სპორტში (?!) ...
გლახუნა
03 ნოემბერი 2019 11:10
2
კვერცხები არიან და მიტო
gio
03 ნოემბერი 2019 09:28
7
რატომ ხდება ასე არ ვიცი მთლიან ტურნირს ვუყურე და მარტო ქართველებს შეუძლიათ 4-ქულით იგებდნენ ნახევარი წუთით ადრე თამაშის დამთავრებამდე და წააგონ. ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ძლიერი ნაკრები გვყავს, სათითაო მათგანს შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ სწორეთ რომ წარმართონ შეხვედრა მაგრამ ბოლოსკენ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია თუ რა ხდება არ ვიცი. წურწუმიას გაზეთილი აზერი გამოუყვანეს მაგრამ მსაჯებმა გაატარეს. პატარიძე მართლაც დიდი სპორცმენი გვყავს ცალი ხელით შეუძლია ნახევარ ფინალების მოგება! ზოიძე და ქავჯარაძესგან ოქროს ველოდი მაგრამ რათ გინდა ოთხ ოთხი ქულა ბოლო წამებზე დაკარგეს! მელია ლიდერათ ჩამოყალიბდა ნაკრებში. ხეცურიანსაც არ უნდა წაეგო ფინალი. მოკლეთ ძლიერი ნაკრები შედეგი შესაძლებლობასთან შედარებით ჩემი აზრით ცუდი.
zaza
03 ნოემბერი 2019 00:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული