არაბულის ვერცხლი, წურწუმიას ბრინჯაო, კიდევ ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბულმა (+130 კგ) - ვერცხლის, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არაბული ფინალში რუმინელ ალინ ალეხუჩ ჩიურარიუსთან 1:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მან აქამდე ერთნაირი ანგარიშით, 9:0 იტალიელ ალ მაჰდი როკარდოს, გერმანელ იელო კრამერს და ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს სძლია.

წურწუმიამ ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი (8:0), მოლდოველი არტიუმ დელანუ (8:0) დაამარცხა, ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევთან წააგო (2:5), ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუმინელი ფლორინ ტიტა დაჯაბნა - 8:0.

დღეს,
12 თებერვალს, ოქროს მედლისთვის იური ლომაძე (72 კგ), ბინრჯაოსთვის კი ამირან შავაძე (60 კგ) იბრძოლებენ.

ლომაძემ ბელარუს იური კანკუს 11:0, ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 და თურქ სელჩუკ ჩანს 7:0 მოუგო და ფინალში გერმანელ ფრანკ შტაბლერს ეჭიდავება.

ნაკრების დებიუტანტი შავაძე ნახევარფინალში თურქ კერემ ქემალთან 0:7 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.





მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გაგიგიათ სხვა ქვეყნის მჭიდავეს მთელი ჭიდაობის დროს მწვრთვნელი კარნახობდეს.თუ სხვებზე უფრო ჭკვიანი გონია თავი გეგეშიძეს რომლის არასწორად არჩეული ტაქტიკის გამო დამარცხდა არაბული . ეს ხომ კონცენტრაციას აკარგვინებს და ხელს უშლის მოჭიდავეს.სწორედ ასეთი არასწორი კარნახის გამო დამარცხდა ძიუდოში მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ტვინი გაანძრიეთ
12:53 12-02-2020
3
გილოცავთ ბიჭებო! უკეთესიც შეიძლებოდა მარა ამისთვისაც მადლობა თქვენ.
!!!!!!!
09:47 12-02-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული