დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვარშავაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალში თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლერი აბულაძემ (63 კგ) აშკარა უპირატესობით (9:1) სძლია რუმინელ მიხაი რადუს და ბრინჯაოს დაეუფლა.

შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) უნგრელი ატილა ფრიტჩი დაამარცხა (3:1) და ფინალში გავიდა.

აივენგო რიკაძემ (82 კგ) ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ადლან აკაევთან წააგო (1:6) და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაიშვილმა (87 კგ) ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაიაალს როგორ ვერ უნდა მოვუგოთ ქართველებო-იაკობმა -ძლიერი მწვრთნელებით კაიაალთან რაღაც სპეც-მომზადება უნდა გაიაროს, ან მარჯვენა ხელის აქნევით და წელს ზემოთ სწრაფად შესვლა - 2 ქულაზე ბოლომდე გადასვლით, ან დაქნევით და სწრაფად წელში შესვლით...მოკლედ რაღაც უნდა მოძებნოთ, ასევე სხვა ძლიერი მძიმეები არ გამოგვრჩეს და შეიძლება ქაჯაიამ ოლიმპიური ოქრო დადოს.
- ასევე გენოზეც - მოძმანაშვილი მაინც ჩამოვიყვანოთ - აგკულს რომ ავარჯიშებს... მ ძ ი მ ე შ ი ორივე ოლიმპიური ოქრო ა რ გავატანოთ თურქებს.
გლახუნა
25 აპრილი 2021 15:47
2
უი დაივიწყა ერმა რატომ წავიდა სერბეთში? ალბათ მოკლე მეხსიერების მქონე ელემენტები ლანძღვასაც არ დაიშურებებ რატომ გამოდის სერბეთის სახელითო
David
25 აპრილი 2021 11:48
4
საქართველოს ჭიდაობა ფსკერამდე დაეშვა! სირცხვილია! ოქროს თაობის მოჭიდავეები და შედეგი 0! ყველა მაგარი მწვრთნელი გავუშვით ქვეყნიდან და არაფრის შემქმნელი იანტბრლიძის იმეფი გვაქვს(( სირცხვილია!!
ზვიადი
25 აპრილი 2021 11:42
2
ყოჩაღ დათუნაშვილი. კიდევ მრავალ გამარჯებას გისურვებ!!
კაკო
25 აპრილი 2021 11:07
4
გეგეშიძე, მილოცვა არ დაგავიწყდეს.
დათო
25 აპრილი 2021 09:29
4
სხვა თემაა ვინ, სად და ვისი სახელით უნდა ასპარეზობდეს, მაგრამ -ვითვალოთ ეხლა სერბეთის მედლები შორიდან. -თუმცა, სავარაუდოდ ფედერაციაში სულ არ ადარდებთ ეს...
Rable
25 აპრილი 2021 06:14
2
ვულოცავ დათუნაშვილს!!! ღმერთმა გაგიმარჯოს ზურა, ასე გააგრძელე ძმაო! ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს!!! მიხარია შენი წარმატება! გეგშიძეზე აღარც ღირს რამის წერა და დროის დაკარგავა...
პაატა
25 აპრილი 2021 03:19
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული