ჭიდაობა

კლასიკური

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლს, რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) კი ბრინჯაოს.

აბულაძემ ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამედოვს სძლია (3:1) და ჩემპიონი გახდა.

წურწუმია გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა (2:8) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იტალიელ მირკო მინგუცის მოუგო.