ჭიდაობა

ქართული

საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
28-30 მარტს პორტუგალიაში საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიოს სერიის პირველი სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, სადაც 4 წონითი კატეგორიიდან 3-ში გამარჯვება ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი გახდნენ.

ქელეხსაშვილმა (70 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილიასლის 2-2-ზე ბოლო ქულის ხარჯზე მოუგო, ხუციშვილმა (80 კგ) აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ იუსუბოვს საჩემპიონო ბრძოლაში 3-0 სძლია.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა კი ოქროს მედლისათვის თურქი მურატ ოზკანი 3-0 დაამარცხა. სტეფანწმინდელი ფალავანი ტურნირზე შესრულებული საუკეთესო გდებისათვისაც
დაჯილდოვდა.

საქართველოს ნაკრებს ჯემალ კილაძე და აკაკი კუნჭულია ხელმძღვანელობდნენ, ჩვენს დელეგაციას კი გიორგი ლომიძე თავკაცობდა.

აღნიშნული ტურნირი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი პირველი სალიცენზიო ტურნირია, დაგეგმილია კიდევ 3 მსოფლიოს სერიის ტურნირი, სადაც სპორტსმენები სალიცენზიო ქულებს დააგროვებენ.

altსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ