ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მოიპოვა.

ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მან რუსი ირინა ალექსეევა, უკრაინელი ნატალია სმალი და რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიდეო დადეთ, ხალხნი არა ხაართ
მიხო
10 ნოემბერი 2018 17:01
0
გენაცვალე შენ, ოქრო გოგო ხარ,მოსიარულე პოზიტივი ხარ, კარგი გვარის კარგი შვილი ხარ. ნაბიჯნაბიჯ მიიწევდა ეს გოგო ამ დიდი წარმატებისკენ და შრომამ ნაყოფი გამოიღო, ასე გააგრძელე საყვარელო, მადლობა და უფალი გეწეოდეს, ა მ ი ნ !!!
გელა 67
10 ნოემბერი 2018 14:54
0
საამაყო ქალი გვყავს ნინოს სახით. გულითადად ვულოცავ და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხარო იყო, რომ ძიუდოში ვერ ვიხილეთ მისი დებიუტი ყელსაბამის გამო და მინდა ვთხოვო კიდევ სცადოს ამ სახეობაში გამოსვლა. დარწმუნებული ვარ იქაც შეძლებს ჩვენს გახარებას.
emigranti
10 ნოემბერი 2018 14:12
0
კარგი გოგო!
გიორგი
10 ნოემბერი 2018 13:05
0
Gilocav yvelas. Gixaros miasma ojaxma. Video dadet tqve yavistebo. Gogo msoflio hemp Ionia da video ver dawes amatma.
Bajo
10 ნოემბერი 2018 12:51
0
ტყუილად არა ხარ ოძელაშვილი.ყოჩაღ ნინო,გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას.ეგ ერთი და სხვა ათასი.შექმენი საქართველოს ისტორია.
გივი ნადარეიშვილსა და პაატა ღვინიაშვილსაც ვულოცავ ბრინჯაოს მედლებს,მაგრამ ვაჟებისაგან უკეთესი შედეგების იმედი მქონდა.ალბათ თვითონ მათაც.თუ არ გინდათ რომ მივულოცო,პირდაპირ გვითხარით,თუ არა და რა მასხარად მიგდებთ,ანტირობოტი ცოცხალი თავით არ მაძლევდა ნებას.რა არის,ამოვიდა ყელში.კიდევ ნერვების შლა გვინდა ამ დამპალ ქვეყანაში?
სოსო
10 ნოემბერი 2018 11:48
0
ამ გოგომ ძალიან ბევრი იშრომა წლების განმავლობაში, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო და მიაღწია საწადელს! გილოცავ ნინო, ბევრჯერ დამდგარიყავი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე!:)
Alex
10 ნოემბერი 2018 05:08
0

სიახლეები პოპულარული