ჭიდაობა

სამბო

ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მოიპოვა.

ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მან რუსი ირინა ალექსეევა, უკრაინელი ნატალია სმალი და რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიგეს.