მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები გახდნენ ბექა ბერულავა (82 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ), ვიცე-ჩემპიონი კი ბექა ბერძენიშვილი (+100კგ)

შეგახსენებთ, ტურნირის გამარჯვებულები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს გივი ნადარეიშვილი (52 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) დაეუფლნენ.

ჩიდრაშვილი მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ოძელაშვილი კი პირველი ქალია, რომელმაც საქართველოს საჭიდაო სახეობებში მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალი მოუპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ,ეს უკვე შედეგია.
სოსო
12 ნოემბერი 2018 16:32
0
ე ბიჭო, იქნებ გავამყაროთ ლარი ამ ოქროებით :D :D
გიორგი
11 ნოემბერი 2018 21:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული