ტოჩინოშინი და გაგამარუ იწყებენ - 10 მარტს ჰარუ ბაშო აიღებს სტარტს

AutoSharing Option
10 მარტს ოსაკაში ჰარუ ბაშო დაიწყება.

ტრადიციულად, ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე იაპონური სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.

ჩვენი ოძეკი ტოჩინოშინი ტურნირს იაპონელი მე-2 მაეგაშირებით იწყებს. პირველ დღეს ლევანის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება (4:1 ურთიერთშეხვედრებში), მეორე დღეს კი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუ დაუპირისპირდება (12:8).

როგორც იცით, ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბაშოზე მას ოძეკის წოდება აქვს დასაცავი. ამისათვის ლევანს ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება ესაჭიროება.

სამწუხაროდ, ჩვენი ფალავანი ვერ ხვდება ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში
- მას ისევ აწუხებს ტრავმები. თუმცა, შემართებას არ უჩივის და დანარჩენი უკვე დოჰიოზე გამოჩნდება პირველივე დღეებში.

უკეთეს ფორმაშია მეორე ჩვენებური, გაგამარუ, რომელიც ჯურიოს დივიზიონში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის სტატუსით იბრძოლებს. გაგას პირველი მეტოქე ტურნირზე გამოცდილი ჩინელი რიკიში, 35 წლის სოკოკურაი იქნება, რომელსაც მეოცედ დაუპირისპირდება ჩვენებური. განვლილ 19 შერკინებაში ჩინელი (10:9) მხოლოდ მინიმალურ უპირატესობას ფლობს.

გაზაფხულის ტურნირზე უკლებლივ გამოდის სანიაკუში მყოფი ყველა მებრძოლი. ერთადერთი, ვინც ბაშოზე ვერ იასპარეზებს, ეს არის იაპონელი მე-12 მაეგაშირა ჩიონოკუნი, რომელმაც წინა ბაშოზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ოპერაციის გადატანა მოუწია.

მომზადებულია fb.com/GeorgianSumo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ,არ უნდა გამოსულიყო წინა ბაშოზე ტოჩი,იქნებ მოესწრებოდა ტრავმების მორჩენა.წარმატებებს ვუსურვებ ორივეს.
სოსო
08 მარტი 2019 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული