სუმო. აკი ბაშო: ზედიზედ ოთხი მარცხი სტარტზე

AutoSharing Option
წელიწადზე მეტია ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ასეთი ცუდი სტარტი ბაშოზე არ ჰქონია - ქართველმა სუმოისტმა, რომელიც პირველი მაეგაშირაა, ზედიზედ 4 ორთაბრძოლა დათმო. ბოლოს მან ოძეკი გოეიდოსთან წააგო ოშიდაშის ილეთით.

ლევანს 0-4 ბალანსი აქვს და ახლა სეკივაკე მიტაკეუმის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

წააგო ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მას რიუდენმა იორიკირის ილეთით აჯობა. გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს და ახლა იამაგუჩის ხვდება (2:1 ურთიერთშეხვედრებში).