ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გაიხარე ლევან! ამ უდიდესი წარმატებით მთელი საქართველო გაახარე!
მგონი დროა საქართველოში სუმოს დარბაზი რომ გაიხსნას.
ფერნანდო
28 იანვარი 2018 11:27
0
აკი ქართველებს,არც შრომა და არც არაფერი შეგვიძლიაო.[ეს ვიღაც–ვიღაცების გასაგონად!] გენაცვალე–ე–ე–ე! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს,შენისთანა ვაჟკაცები!
უბრალოდ ქართველი.
27 იანვარი 2018 18:54
2
Amin
Roini
28 იანვარი 2018 12:46
1
ეს ნამდვილი სასწაულია, დაუჯერებელია, ეს როგორ, იმპერატორის თასი ჩვენია? იცით ხალხო ეს რას ნიშნავს? ბარაქალა შენს კაცობას და შენს ქართველობას!
ბმბ
27 იანვარი 2018 17:09
0
ჩენი საამაყო გოლიათების სიაში შენც ოქროს ასოებით ჩაიწერები, სამ ქართველ ყველაზე საამაყო გოლიათს ტალახაძის თამადობით, კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი შეემატე, ეს ერთი და სხვა მრავალი მოქალაქეებო, მაგრად გამეხარდა.
PREDATOR
27 იანვარი 2018 16:28
1
ვულოცავ ლევანს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას....
ჩათვალეთ ამაზე დიდ რეკლამას საქართველოს იაპონიაში ვერავინ გაგვიწევდა...
გენაცვალე ლევან
მიროსან
27 იანვარი 2018 15:25
0
გაითვალისწინეთ ჟურნალისტებმა ეს შედეგი როდესაც საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ხმას მისცემთ 2008 წლის ბოლოს, იმის მიუხედავად რომ წინ კიდე 5 ბაშოა. ფანტასტიური შედეგია. ბოლო 15 წელია სუმოს ვუყურებ და არ მახსენდება შემთხვევა რიგით მეაგაშირას სუპერტურნირი მოეგოს!
გილოცავთ
Irakli Apkhaidze
27 იანვარი 2018 15:14
0
მონღოლ კოკტენჰოს აქვს მოგებული მე–15 მაიგაშირას რანგში 7–8 წლის წინ, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ტოჩინოშინის წარმატებას. სხვათაშორის, კოკტენჰომ ბაშოზე ბოლო ბრძოლა სწორედ ტოჩინოშინთან წააგო, რის შემდეგაც ძურიოში ჩაბრძანება ელოდა და, ეტყობა ამიტომ, გადაწყვიტა პენსიაში გასვლა.
N
27 იანვარი 2018 17:10
0
გილოცავთ! from Japan.
samurai
27 იანვარი 2018 15:11
0
გილოცავთ! from Japan.
samurai
27 იანვარი 2018 15:08
0
გამარჯვებით გატაროს მაღალმა ღმერთმა ქართველო გოლიათო.მაგრად გამიხარდა.ისე რა ქართულად მიაწვა.გენეცვალე ქართულ ჯიგარში
davit sturua
27 იანვარი 2018 14:42
0
არაა პატარა ამბავი, ძალიან დიდი წარმატებაა, ვულოცავ!!
დათი
27 იანვარი 2018 14:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული