ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ისტორიული დღეა! გოლოცავთ! მოგვიწევს სუმოს მუზეუმის გახსნა, იმპერატორის თასის გარდა ხვალ იმდენ თასებს მისცემენ ტრაილერის დაქირავება მოუწევს წამოსაღებად.
vaxo
27 იანვარი 2018 13:21
0
ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
მერაბი
27 იანვარი 2018 12:42
0
Ufalma gagaxaros chveni ase gaxarebistvis levan
Sumo
27 იანვარი 2018 12:36
0
ვულოცავ ლევანს და სრულიად საქართველოს!
fsiuuu
27 იანვარი 2018 13:31
0
Gilooooooooocaaaaaavtt
Sergo
27 იანვარი 2018 12:26
0
მეც გილოცავთ ყველას!
levo
27 იანვარი 2018 12:34
0
ჩენი საამაყო გოლიათების სიაში შენც ოქროს ასოებით ჩაიწერები, სამ ქართველ ყველაზე საამაყო გოლიათს ტალახაძის თამადობით, კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი შეემატე, ეს ერთი და სხვა მრავალი მოქალაქეებო, მაგრად გამეხარდა.
PREDATOR
27 იანვარი 2018 16:28
1
სიტყვები არ მყოფნის და უზომოდ ამაყი ვარ! ლევან უუდიდესი მადლობა ამისთვის საქართველოს საამაყო შვილო!
b-52
27 იანვარი 2018 13:51
0
წარმოუდგენელი და დაუჯერებელი მიღწევა საქართველოს საამაყო შვილის.. გილოცავ საქართველო..
რიგითი გულშრმატკივარი
27 იანვარი 2018 12:57
0
ყოჩაღ ლევან და ვულოცავ მთელ საქართველოს.დღევანდელი თარიღი ქართული სუმოს ისტორიაში დარჩება,თვითონ სუმო კი გაცილებით უფრო პოპულარული გახდება.ვადამდე,თან მესამე მაეგაშირა,ფანტასტიკაა!
სოსო
27 იანვარი 2018 13:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული