ტრავმიანმა ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს სტარტი აიღო ჰარუ ბაშოს ტრადიციულმა ტურნირმა და პირველ ბრძოლაში ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ბაშოზე იაპონელი მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც ლევანმა იორიკირით სძლია. საერთო ჯამში ტოჩის მასთან 16 შეხვედრა აქვს გამართული და ბალანსი - 9:7-ია.

შეგახსენებთ ტოჩინოშინს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი ნაწილობრივ გაუწყდა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზეობა.

ჯურიო დივიზიონში (რანგით მეორე) გაგამურუს პირველი მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-6 ნომერი, იაპონელი ჩიონოო იყო, რომელიც ძალიან მარტივად დაამარცხა და პირად შეხვედრებში ბალანსი 7:4 გახადა.

მეორე ტურში ლევანის პირისპირ მონღოლი 1-ლი
მაეგაშირა ტამავაში დადგება, რომელიც დასავლეთის სეკივაკეს პოზიციიდან სწორედ ტოჩინოშინმა ჩამოაქვეითა და თავად დაიკავა მისი ადგილი. მასთან პირად შეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს ლევანს - 14:6. ტამავაშიმ დღეს ოძეკი გოეიდო ოშიდაშით დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევან ეს ისეთი მომენტია ცხოვრებაში ,რომ უკან დახევა არ შეიძლება.მიაწექი ქართულად ამ ცხოვრებას და მიაწექი მეტოქეებს ,თავი არ დაზოგო ძმაო.შენი გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვება,რომელიც ძალიან გვაკლია ქართველებს.ღმერთი გფარავდეს და გაგმარჯვებოდეს ქართველო გოლიათო!!!!
davit sturua
11 მარტი 2018 22:02
0
მერე, ასეთი ტრავმით, ამხელა თაკარა ბიჭის ასე აწევა და გადადგმა შეიძლება? პირველ რიგში, ჯანმრთელობაა, თორემ არ გახსოვთ, ბარუტოც ასე დგამდა რიკიშებს და რა დაემართა?! ღმერთმა დაგვიფაროს! და დიდი წარმატებები ტოჩინოს!
N
11 მარტი 2018 18:42
0
ალბათ ასეთები იყვენ ის ქართველები რომლებმაც საქართველო აქამდე მოიტანეს.
b-52
11 მარტი 2018 17:31
0
ამ კაცს რომ ვუყურებ ყოველთვის სიამაყით მევსება გული,რომ ქართველი ვარ.ღმერთმა ბევრი მოგვცეს ასეთი ქართველები.
zas.
11 მარტი 2018 13:51
0
აი როგორი სტკივა ფეხი, მაგრამ აიღო და გადადგა. გენაცვალე ტოჩი, მეორე ბაშო უნდა დადო! ჯერ ოძეკი და მერე იაკუძუნა უნდა გახდე! მთელი საქართველო შენტანაა
გენაცვალე
11 მარტი 2018 13:27
0
უფალს ვთხოვ მისცეს ძალა... მიდი ლევან
პაპუნა
11 მარტი 2018 12:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული