ჰარუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა იბრძოლა, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე დღე გაიმართა და ტოჩინოშინი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ტოჩინოშინი დღევანდელ შეხვედრაში მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა. თავიდან აქტიურად უტევდა, თუმცა ბრძოლის დროს თავი იჩინა ტრავმამ, რითიც ტაკაკეიშომ უპირატესობის მოპოვება შეძლო და ქართველი ფალავანი ჰატაკიკომით დაამარცხა.


ტოჩინოჩინს 4 მატჩის ჯამში ჰარუ ბაშოზე საერთო ბალანსი 2-2-ზე აქვს.

ქართველი სეკივატორის მთავარი პრობლემა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტაა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც ჯურიო
ლიგაში (რანგით მეორე) ასპარეზობს, აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და ლიგის მე-7 ნომერი იორიკირით დაამარცხა.

გაგამარუს 4 შეხვედრის ჯამში 3 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა, რითიც ჯურიო ლიგაში შვიდ სუმოისტთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ