ნაცუ ბაშო. პირველი დღე და ტოჩინოშინის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 მაისს ნაცუ ბაშო ოფიციალურად გაიხსნა და ტოჩინოშინმა გზა ოძეკობისკენ გამარჯვებით დაიწყო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ქართველ ფალავანს რთული ბრძოლა გამოუვიდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად შოჰოზანი ჯერ ჰაერში აწია და შემდეგ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, ტურნირის სტარტზე კოტოეკოსთან წუკიოტოშით დამარცხდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა იაპონელი აბი იქნება, რომელსაც არასდროს არ დაპირისპირებია. თუმცა შეიძლება ეს შეხვედრა არ შედგეს, რადგან აბის ტრავმა აწუხებს და თუ
ვერ იასპარეზებს, ამ შემთხვევაში ტოჩინოშინს მოგებად ჩაეთვლება. აბიმ დღეს იჩინოჯოსთან დაპირისპირება ოშიდაშით დათმო.

ხოლო გაგამარუ ჯურიო ლიგის პირველ ნომერს ონოშოს შეხვდება, რომელთანაც 1:1-ზე აქვს ბალანსი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამიხსენით დასაწყისში რომ უნდა შეერკინონ და უცებ დგებიან გარბიან თავიანთ კუთხეებში ეგ რა პონტია ))) ძაან სასაცილოდ კი აკეთებენ და რა არის მიხეზი???)))
ჯიგრულად
13 მაისი 2018 16:26
2
მაგას ტოჩი თუ აგიხსნის,იაპონია შორსაა აქ ვის ეცოდინება ეგრე დაწვრილებით,ისე მე მგონი ფსიქოლოგიური ბრძოლაა.
zas.
14 მაისი 2018 11:20
0
წარმატებები ტოჩინოშინს! მალე მისთვის მიგველოცოს ოძეკობა, იმპერატორის თასთან ერთად.
ლევანი
13 მაისი 2018 15:07
0
წავიდაა გენაცვალე ტოჩი,გაგვახარე ყოველ დღე,ქართველი ლომი ხარ...
zas.
13 მაისი 2018 14:58
0
ალაოდ ხომ არ ხარ? რაში ატყობ თავში ავარდნას?
Regvenebs ra gamolevs
13 მაისი 2018 13:38
0
უკვე თავში აუვარდა და დარწმუნებული ვარ ოძეკობას ვერ აიღებს
sumos fani
13 მაისი 2018 12:57
70
ძალით დაწერა ასე ღადაობს
svan
13 მაისი 2018 13:18
0
,,სუმოს ფანო'' რა აუვარდა თავში?
ზაზა
13 მაისი 2018 13:03
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული