2018 წელი რომ ტოჩინოშინისაა, ამას წყალი არ გაუვა. შემდეგ ბაშოზე მეორე იმპერატორის თასს ველოდებით.
ქართველი ფალავნის მთავარი პრობლემა ყოველთვის ტრავმაა, მაგრამ მან ნაცუ ბაშოზე წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ბოლო ორი ბრძოლა მარჯვენა ხელის მაჯის ძვლის მოტეხილობით ჩაატარა.
ლევანმა ნაცუ ბაშოზე ჯუნ-იუშო (ვიცე-ჩემპიონობა) მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ქართველს ეს ტიტული აქამდე სამჯერ ერგო: 2009 წელს კიუშუს ბაშოზე, 2011 წელს ნაცუ ბაშოზე და 2017 წელს ნაცუ ბაშოზე.
ტოჩინოშინს ერგო
რაც შეეხება ფინანსებს, ტოჩინოშინმა 174 კენშო მიიღო. ერთი კენშო უდრის 60 000 იაპონურ იენს. ქართულ ვალუტაში თუ გადავიყვანთ - ეს 235 000 ათასი ლარია, თუმცა ამ თანხის ძირითადი ნაწილი სკოლაში მიდის, რომლის ღირსებას ტოჩინოშინი იცავს, ცხოვრობს და ვარჯიშობს.
ყველაზე მეტი ნაცუ ბაშოს მომგებმა კაკურიუმ 382 კენშო გამოიმუშავა. მისმა შემოსავალმა 516 000 ლარი შეადგინა. ხოლო ფინანსურად მეორე ადგილზე გავიდა იოკუძუნა ჰაკუჰო, რომელმაც 245 კენშო დააგროვა - 331 000 ლარი.
რაც შეეხება მთავარ ამბავს, როგორც იცით, ტოჩინოშინმა ყველა პირობა შეასრულა, რათა შემდეგ ბაშოზე ოძეკის (სუმოს სამყაროში იერარქიაში რანგით მეორე პოზიცია) სახელით იასპარეზოს.
სუმოს ასოციაციის კომიტეტი დღეს შეიკრიბა და ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა ტოჩინოშინისთვის ოძეკობის მინიჭების ამბავს.
ახლა მთავარი გადაწყვეტილება რეიტინგის შემადგენელმა კომისიამ და დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს. ეს ყველაფერი კი 30 მაისს გადაწყდება.
▶ ნაცუ ბაშო. ფინალი: ტოჩინოშინმა მოტეხილი ხელით იკიოი დაამარცხა, მაგრამ კაკურიუ ჩემპიონი გახდა [VIDEO]
▶ ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები
▶ ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]