ნაგოია ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი დოჰიოდან ბავშვივით გადაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, ნაგოია ბაშოს III საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგოაე იაპონელ კომუსუბის, შოჰოძანს შეხვდა და ცურიდაშით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ სუმოისტს შოჰოზანთან ბალანსი 14:5 გაუხდა.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მეგაშირა აბი იქნება, რომელსაც სულ ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-11 ნომერს, მონღოლ მიტორიუს შეხვდა და ოშიდაშით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებური მონღოლ გოლიათს ერთადერთხელ შეხვედრია აქამდე და წაუგია. ამ შეხვედრის მერე
კი გაგამარუმ მონღოლთან ბალანსი გაათანაბრა - 1:1.

რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელმა დადებითი ბალანსი მოიპოვა - 2:1.

ასევე დაგაინტერესებთ