ნაგოია ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი გალიდერდა, ქართველს იოკოძუნები ჩამორჩნენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, ნაგოია ბაშოს IV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე იაპონელ მესამე მაეგაშირა აბის შეხვდა, რომელსაც პირველად წინა ბაშოზე შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.

ამჯერადაც ტოჩინოშინი ტრადიციულად მავაშზე წავიდა, თუმცა, ორი მცდელობის მიუხედავად, ხელის ჩავლება ვერ მოახერხა. შემდეგ მიწოლითა და ცუპატებით სცადა ფონს გასვლა, რამაც შედეგი გამოიღო და აბი დოჰიოდან გადაიყვანა.

პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკურიუმ, რომელიც მეორე მაეგაშირა იკიოისთან ოშიდაშით დამარცხდა. ტრავმის გამო ტურნირს დროებით იოკუძუნა ჰაკუჰო გამოეთიშა, რაც ტოჩინოშინს შესანიშნავ შანსს აძლევს,
რომ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ოძეკი ტოჩინოშინი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • სეკივაკე მიტეკეუმი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • იოკუძუნა კაკურიუ - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება (ტრავმის გამო გამოეთიშა ტურნირს)

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-9 ნომერს, იაპონელ ჩიიონოს შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.

რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელს ამ ეტაპზე 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.



altნაგოია ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი დოჰიოდან ბავშვივით გადაიყვანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევან,ძმაო გილოცავ 4 ბრძოლის მოგებას:)ეს შენი ბაშოა,მეორე თასიც გვინდა,აბა შენ იცი.უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.
ucha martalishvili
13:55 11-07-2018
3
ეს ბაშო და კონკრეტულად ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა არის ლევანის შანსი მეორედ მოიგოს ბაშო. იოკოძუნებსაც და ოძეკებსაც შეექმნათ პრობლემები, გარდა ამისა ლევანის გარდა ორივე ოძეკი თავგამოდებით იბრძვის დადებითი ბალანსისათვის. დარწმუნებული ვარ კაკურიუ (და ჰაკუჰოც თუ დაბრუნდა) აუცილებლად კიდევ წააგებენ. ამ წელს ასეთი ძლიერი ბაშო არ ყოფილა. ლევანს ეტყობა რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და ფსიქოლოგიურადაც ძლიერად დგას. თუ კი მოხდა ისე, რომ ტოჩიმ ეს შანსი გამოიყენა და ბაშო მოიგო, შემდეგ ორ ბაშოზე 10-10 მოგებაც რომ მოაგროვოს 90%-ით უკვე იოკოძუნაა. თან საკმაოდ კარგი პრესა აქვს იაპონიაში და გულშემატკივრობენ, რადგან ამოუვიდათ ყელში მონღოლების უწყვეტი "გრიმიტი". ასე რომ ეს ბაშო და დღეს არსებული სიტუაცია არის უდიდესი შანსი ამისათვის. წარმატებები ტოჩის!
ანესთეზეოლოგი
15:29 11-07-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული