ნაგოია ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი გალიდერდა, ქართველს იოკოძუნები ჩამორჩნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 ივლისს, ნაგოია ბაშოს IV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე იაპონელ მესამე მაეგაშირა აბის შეხვდა, რომელსაც პირველად წინა ბაშოზე შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.

ამჯერადაც ტოჩინოშინი ტრადიციულად მავაშზე წავიდა, თუმცა, ორი მცდელობის მიუხედავად, ხელის ჩავლება ვერ მოახერხა. შემდეგ მიწოლითა და ცუპატებით სცადა ფონს გასვლა, რამაც შედეგი გამოიღო და აბი დოჰიოდან გადაიყვანა.

პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკურიუმ, რომელიც მეორე მაეგაშირა იკიოისთან ოშიდაშით დამარცხდა. ტრავმის გამო ტურნირს დროებით იოკუძუნა ჰაკუჰო გამოეთიშა, რაც ტოჩინოშინს შესანიშნავ შანსს აძლევს,
რომ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ოძეკი ტოჩინოშინი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • სეკივაკე მიტეკეუმი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • იოკუძუნა კაკურიუ - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება (ტრავმის გამო გამოეთიშა ტურნირს)

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-9 ნომერს, იაპონელ ჩიიონოს შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.

რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელს ამ ეტაპზე 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.



altნაგოია ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი დოჰიოდან ბავშვივით გადაიყვანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე მგონი ამ პატრიოტს უხარია რომ აგინებენ, ბოლოს როდის იყავი გამოკვლევებზე თუ იცი
ზიზუ
11 ივლისი 2018 17:24
0
ეს ბაშო და კონკრეტულად ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა არის ლევანის შანსი მეორედ მოიგოს ბაშო. იოკოძუნებსაც და ოძეკებსაც შეექმნათ პრობლემები, გარდა ამისა ლევანის გარდა ორივე ოძეკი თავგამოდებით იბრძვის დადებითი ბალანსისათვის. დარწმუნებული ვარ კაკურიუ (და ჰაკუჰოც თუ დაბრუნდა) აუცილებლად კიდევ წააგებენ. ამ წელს ასეთი ძლიერი ბაშო არ ყოფილა. ლევანს ეტყობა რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და ფსიქოლოგიურადაც ძლიერად დგას. თუ კი მოხდა ისე, რომ ტოჩიმ ეს შანსი გამოიყენა და ბაშო მოიგო, შემდეგ ორ ბაშოზე 10-10 მოგებაც რომ მოაგროვოს 90%-ით უკვე იოკოძუნაა. თან საკმაოდ კარგი პრესა აქვს იაპონიაში და გულშემატკივრობენ, რადგან ამოუვიდათ ყელში მონღოლების უწყვეტი "გრიმიტი". ასე რომ ეს ბაშო და დღეს არსებული სიტუაცია არის უდიდესი შანსი ამისათვის. წარმატებები ტოჩის!
ანესთეზეოლოგი
11 ივლისი 2018 15:29
1
10 10 მოგება შანსი არაა. ან 2 ბაშოს ზედიზედ მოგება, ან ბაშოს მოგება და მაღალი შედეგის დაფიქსირება რაც 14-1 ან 13-2 უნდა იყოს (იშვითად 12-3 თუ ჩათვლიან რო ნამეტანი კონკურენციაა ამ კონკრეტულ ბაშოზე).
g.g.
11 ივლისი 2018 15:55
0
ძალიან ზედმეტი მოუვა ამას, იმედია ჰაკუჰო გამოჯანმრთელდება და შეაჩერებს ტოჩინოშინს
პატრიოტი ქართველი
11 ივლისი 2018 15:22
61
ჰაჰა, ძალიან სასაცილო და გონებამახვილური რაღაც მოხიე არა შენს ჭკუაში?
temo
11 ივლისი 2018 15:55
1
დიდი ქართველი!
irakli
11 ივლისი 2018 14:28
0
ლევან,ძმაო გილოცავ 4 ბრძოლის მოგებას:)ეს შენი ბაშოა,მეორე თასიც გვინდა,აბა შენ იცი.უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.
ucha martalishvili
11 ივლისი 2018 13:55
3
რა არარაობა უნდა იყო ამ კომენტარზე დისლაიქი რომ დასვა?!
moqalaqe
11 ივლისი 2018 14:49
1
გილოცავ ლევან, გაიხარე და წარმატებები! ბაშო უნდა მოვიგოთ!!!
saqartvelos rigiti moqalaqe
11 ივლისი 2018 14:26
0
კარგი იქნება თუ გაგამარუს ვიდეობსაც დადებთ ხოლმე.
ramaz iremadze
11 ივლისი 2018 13:26
0
სად შეიძლება სრული რეიტინგის ნახვა?
????
11 ივლისი 2018 13:14
0
Sumo.or-ზე ნახე ძმა
ვაკო
11 ივლისი 2018 14:43
0
მიდი ტოჩი, მიდი! ჰაკუო აღარაა, კაკურიუ როგორმე დავჭმუჭნოთ და ...
შოდაის: "შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო"
მერაბ გ.
11 ივლისი 2018 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული