ნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ივლისს, ნაგოია ბაშოს VI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე კომოსუბი ტამავაშის შეხვდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი 15:7-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონღოლთან წელს აქამდე ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გახდა გამარჯვებული.

ლევანი აქტიურად წავიდა მავაშზე და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა მეორე მხარე დაუცველი დარჩა და ტამავაშიმ ის კოტენაგეს ილეთით დააგდო.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 5:4-ზე აქვს ბალანსი. ბოლო ორ ბაშოზე იაპონელმა ორივეჯერ დაამარცხა ქართველი.

ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა იოკოძუნა კაკურიუ. მანამდე იმავე მიზეზით მოიხსნა იოკოძუნა ჰაკუჰოც.

altნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • სეკივაკე მიტაკეუმი - 6 ბრძოლა, 6 გამარჯვება
  • ოძეკი ტოჩინოშინი - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ენდო - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-13 ნომერს, იაპონელ ტობიზარუს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:4 გაუხდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლევან მთავარია გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება.
საქართველოს სიამაყე ხარ, აბა შენ იცი, წინ ახალი გამარჯვებებისაკენ!
მანჩო
14 ივლისი 2018 23:52
0
ტოჩი, შენ ხო იცი, რო მთელი საქართველო შენ გვერდით დგას! შენ ხო იცი, რო ყველაზე მაგარი ხარ! ცოტა მეტი კონცენტრაცია და მომავალი შენია! მთავარია, ხვალ დააგდო შოდაი!
გელა
13 ივლისი 2018 21:24
1
მე მჯერა ლევანის
temo
13 ივლისი 2018 17:59
1
თუ ჩემპიონობა გინდა ასეთ დონის სუმოისტთან არ უნდა წააგო. გეგონება დაუწვაო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა.იაკუძა ვითომ ტოტალიზატორებს არ აკონტროლებს? ეჭვი მეპარება.
მაფია უკვდავია
13 ივლისი 2018 17:55
9
ბიჯო ეს ამდენი ყველაფრის მცოდნე საიდან მოდიხართ ახლა სუმოს პროფესორებიც გვყოლია
იბერია
13 ივლისი 2018 19:58
1
არაუშავს ლევან. ყველა ორთაბრძოლის მოგება რთულია. წარმატებები! საქართველო შენთანაა. ჩვენი გმირი ხარ!
შოთა
13 ივლისი 2018 16:39
1
ეგ არაფერი ყოველთვის ვერ მოიგებ, მთავარია მოიგო გენერალური ბრძოლა ანუ ბაშო.
ღმერთი შენსკენ ტოჩი
13 ივლისი 2018 16:13
1
გული არ გაიტეხო ლევან,ყველაზე იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი შენ ხარ ახლა მაგრამ შენ ყველაზე უკეთ იცი რა უნდა გააკეტო.უფალმა გაგაძლიეროს ძმაო,მთელი საქართველო შენთან ვართ!!!აბა შენ იცი ძმაო!!! შოდაის ჯავრი გვჭირს და თავით დაარჭვე დოჰიოს მიღმა,შემისრულე ეს ერთი თხოვნა:)
ucha martalishvili
13 ივლისი 2018 15:27
0
ეგ არაფერი. გული არ გაიტეხოთ. თავისუფლად შეუძლია ტოჩინოს ამ ბაშოს მოგება. მიტაკეუმის ტოჩისთან ჯერ არ უბრძოლია, არც დანარჩენ ოძეკებთან. მთავარ მეტოქეებს ანუ ორივე ოძეკის კი უკვე ორ-ორი დამარცხება აქვთ. ყველაფერი წინაა. წარმატებები, ტოჩი!!!
N
13 ივლისი 2018 14:57
0
Es vistan waago an rogor waago an rato waago ver vigeb
Walker
13 ივლისი 2018 14:44
5
ვფიქრობ ტრამვის მიღებას მოუფრთხილდა და მტკივან ფეხს აღარ დაეყრდნო მთელი ძალით, თორებ არაფერი შეცდომა არ დაუშვია, თავისი ჩავლებაც აღებული ქონდა. არაუშავს, მთავარია ფეხი არ იტკინა.
გულშემატკივარი
13 ივლისი 2018 14:28
0
მეც მომეჩვენა, რომ მარცხენა ფეხს არ ან ვერ დაეყრდნო. იმედია, ტრავმის ბრალი არ არის.
დავითი
13 ივლისი 2018 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული