აკი ბაშო. III დღე: ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 სექტემბერს აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, რომელიც ტოჩინოშინისთვის სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა.

ლევან გორგაძე იაპონელ კომუსუბის, ტაკაკეიშოს შეხვდა და ჰიკიტოშით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ტოჩინოშინს ტაკაკეიშოსთან 1:3 ჰქონდა ბალანსი, ამ მარცხის შემდეგ კი მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი 1:4-ზე გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტამავაში იქნება, რომელსაც აქამდე ქართველმა ფალავანმა 15-ჯერ მოუგო და 8-ჯერ დამარცხდა.

სამწუხაროდ, ჯურიო დივიზიონში გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჩიონოუმისთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ამ დროისთვის გაგამ
არუს უარყოფითი ბალანსი (1:2) აქვს. მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი ენჰო იქნება, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია.

მესამე საშეჯიბრო დღის შემდეგ კერკეობით მარცხის გარეშე ასპარეზობენ: იოშიკაძე, ნიშიკიგი, კოტოშოგიკუ, ჰოკუტოფუჯი, ასანოიამა, მიტაკეუმი, ტაკაიაში, ჰაკუჰო, კაკურიუ, კისენოსატო.

altაკი ბაშო. II დღე: ტოჩინოშინი სრული სვლით - ქართველის მორიგი გამარჯვება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ გვერძე გახტომას თუ "გაქცევას" რამეს თუ მოუხერხებენ, ძალიან კარგი იქნება.
რაღაც არასპორტული საქციელი მგონია და მიმაჩნია, რომ ასე ვერაგულად მოგება არ უნდა ითვლებოდეს.
დათო
13 სექტემბერი 2018 16:19
0
ჯერ არაფერია დაკარგული. შეიძლება ბაშოს მოგება. ამას ველით შენგან.
1
11 სექტემბერი 2018 15:31
1
ჯერ არაფერია დაკარგული. შეიძლება ბაშოს მოგება. ამას ველით შენგან.
1
11 სექტემბერი 2018 15:30
1
რაღა შენ ლევან რაღა შენ, შენ ყველა წაგებაზე თითქოს მე წამეგოს ისე ვარ რა, დიდი იმედით გიყურებ! ვერ ვახერხებ პირდაპირ ყურებას დ აქ ვხსნი ხოლმე სიახლეს ერთი სული მაქ გავიგო შენი წარმატება დღეს დამწყდა ძალიან გული რა. მაგრამ არაუშავრს დადებით ბალანსა რომ გააკეთებ ეჭვიც არ მეპარება, მტელი საქართველო შენს გვერდზეა!
asaqsdasa
11 სექტემბერი 2018 13:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული