აკი ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
12 სექტემბერს აკი ბაშოს IV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე კომუსუბი ტამავაშის შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით მოიგო. პირველ ჯერზე დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის შედეგად გორგაძეს წარბიც კი გაუსკდა. განმეორებითი ბრძოლის დროს კი ტოჩინოშინმა გაიმარჯვა. ქართველის ბალანსი ამ დროისთვის 3:1-ზეა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც 5:2-ზე აქვს ბალანსი. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს.

სამწუხაროდ, ჯურიო დივიზიონში გაგამარუ კვლავ დამარცხდა - ამჯერად ენჰოსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე აზუმარუ
იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 4:6-ზე აქვს.

აქვე გეტყვით, რომ გაგამარუ გამაყუჩებლებით ასპარეზობს, რადგან მარჯვენა მუხლი წინა ბაშოზე დაიზიანა.

altექსკლუზივი. გაგამარუ: სანამ ვჭიდაობ, ტკივილს ნემსებით უნდა ვებრძოლო

altაკი ბაშო. III დღე: ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაუშავრს ლევან, მთა მთას ეჯახება და რა გასაკვირია მსგავსი შემთხვევა, ვაჟკაცურად მოიგე და გილოცავ, გამახარე ძალიან. ერთი თხოვნა საიტს თუ შეიძლება გაგამარუს ბრძოლებიც დადეთ რა, მართალია ლევანივით წარმატებული არაა, მაგრამ ანთებული გულით იბრძვის ის კაციც წარმატებისკენ, ვუყუროთ მასაც შევაქოთ იქნებ როგორ წაადგეს ჩვენი კეთილი სიტყვა.
asaqsdasa
16:22 12-09-2018
0
წარბს ეშველება მთავარია ვარდნები შემცირდეს ცუდი გამოცდილება აქ მარა მეტოქეების დოჰიოდან გადაგდებები რამდენიც გაეხარდება :D
ნოდო
13:25 12-09-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული