აკი ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 სექტემბერს აკი ბაშოს V საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოს ჩემპიონს, მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი იაპონელთან 5:3-ზე გახდა, ხოლო ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი ამ დროისთვის 3:2-ზეა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე იკიოსი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 9:4-ზე აქვს.

სამწუხაროდ, ჯურიო ლიგაში კვლავ დამარცხდა გაგამარუ. თეიმურაზ ჯუღელმა აზუმარუსთან შიტატენაგეს ილეთით წააგო. ამ დროისთვის გაგამარუს აკი ბაშოზე 1 მოგება და 4 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.

altაკი ბაშო.

IV დღე: ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც მოიგო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ არავინ წერთ, რომ გუშინ ექვსი ნაკერი დაუდიათო ტოჩინოსათვის წარბზე. ასეთ პირობებში, ბიჭი ხარ და გამოდი საბრძოლველად ამ დონის გოლიათებთან! სხვა მოიხსნებოდა შეჯიბრებიდან, მაგრამ ტოჩინო, ნახეთ, კიდევ რა ამბებს დაატრიალებს ბაშოზე!
0
იკიოსი არა, იკიოი

აზუმარუ არა, აძუმარიუ
paata
14:09 13-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული