აკი ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გადაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 სექტემბერს, აკი ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-6 მოგება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მასთან პირადი ბალანსი კიდევ უფრო გამოიკეთა და ამ დროისთვის სამი მოგებით სჯობნის (10:7).

ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 6:4-ზე აქვს. 2 მოგებაც და გორგაძე დადებით ბალანსს გაიფორმებს, რის შემდეგაც მას ოძეკის წოდების დაკარგვა აღარ დაემუქრება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიო იქნება, ვისთანაც ქართველს ძალიან ცუდი ბალანსი 2:22-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იოკოძუნა აკი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

სასიხარულო ამბავი
გვაქვს ჯურიო ლიგიდან, სადაც ქართველი ფალავანი თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობს. მან სეიო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ დროისთვის ბალანსი 5:5-ზე აქვს. გაგამარუს კიდევ 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.

alt აკი ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა კისენოსატოსთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ მოასწრო აღდგენა ლევანმა,მაგრამ კაჩიკოშს უეჭველად შეასრულებს.მე გაგამარუ უფრო მეფიქრება,მისი მდგომარეობა ხომ ვიცით და წარმომიდგენია რა დღეშია.
სოსო
18 სექტემბერი 2018 17:00
0
მთავარია 8 მოგება მიითვალოს და ოძეკის ტიტული დაიტოვოს! შემდეგი ბაშოს იმედი გვაქვს, ლევან!
მერაბი
18 სექტემბერი 2018 16:44
0
მიუხედავად მძიმე ტრავმისა, ჩვენი ტოჩინო კიდობანიდან ამოძრომას ცდილობს და, მგონი, კიდევაც გამოსდის! :–)
N
18 სექტემბერი 2018 15:49
0
აშკარად ვერაა ჩვეულ ფორმაში ჩვენი ჯილა, ეტყობა ტრავმის მერე ეს ვერ მოესწრო.
არაუშვს, როგორმე რვა მოგებამდე მივალთ და შემდეგ ბაშოზე დავანთებთ ცეცხლს
ბარკა
18 სექტემბერი 2018 15:38
0
დადეთ გაგამარუს ვიდეოები(((
ზურა
18 სექტემბერი 2018 13:55
0
https://www.youtube.com/watch?v=3u5gJW007HM
შოთა
18 სექტემბერი 2018 15:31
0
ჰაკუჰოსგან განსხვავებიტ კაკაური თუ რაც ქვია ძალიან არასპპორტული ტიპია და ვერც უბედავენ ზემოთ რამის თქმას ცალიან ცოტა ახარხებს მავაშში ხელის მოკიდებას მარა თუ ვინმე ახერხებს არანაირი აზრი ტიპს ნახევრად აქ შეკრული
ნოდო
18 სექტემბერი 2018 12:48
1
კაკურიუ ჰქვია რაც ქართულად კუკურას ნიშნავს :)) გეთანხმები ძალიან "ეშმაკია" და ზოგჯერ დაუშვებელი ილეთიც გამოუყენებია
ლაშა
18 სექტემბერი 2018 16:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული