იოკუძუნა ჰაკუჰოს 41-ე! მონღოლი აკი ბაშოს გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
22 სექტემბერს აკი ბაშოს XIV საშეჯიბრო დღე გაიმართა და იოკოძუნა ჰაკუჰო იმპერატორის თასის მფლობელი 41-ჯერ გახდა.

დღეს იოკუძუნა ჰაკუჰოს მეტოქე ოძეკი გოეიდი იყო, რომელიც უვატენაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე. ჰაკუჰომ ამ გამარჯვებით ამ ბაშოზე 14-დან 14 ბრძოლა მოიგო და უახლოეს მდევრებს შანსი აღარ დაუტოვა.

თუ დღეს გოეიდო ჰაკუჰოს დაამარცხებდა, მაშინ ორივე ოძეკს გოეიდოსაც და ტაკაისუსაც შანსი ეძლეოდა დამატებითი ფინალი ეთამაშათ მონღოლთან, რადგან ხვალ ჰაკუჰოს მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იყო და არსებობდა იმის შანსი, რომ ჰაკუჰოს ეს ბრძოლა დაეთმო. თუმცა ოძეკმა ტაკაიასუმ დღეს
სეკივაკე მიტაკეუმთან დამარცხდა, ხოლო გოეიდომ ჰაკუჰოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

შეგახსენებთ, ხვალ ბოლო დღეა აკი ბაშოზე და ბრძოლების დასრულების შემდეგ, მონღოლს დააჯილდოებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანი ლეგენდა.... 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სპორცმენი. უნიჭიერესი და ღირსებით შემკული პიროვნება - დიდებული ჰაკუჰო შო! ალალი იყოს მასზე კიდევ ერთი ჩემპიონობა და ძენ-შო იუ-შო...
ანესთეზეოლოგი
24 სექტემბერი 2018 14:01
1

სიახლეები პოპულარული