ბანძუკე განახლდა - რა წოდებებით წარდგებიან ქართველები ნოემბრის ბაშოზე?

AutoSharing Option
დღეს, 29 ოქტომბერს ოფიციალურად განახლდა ბანძუკე და ნოემბრის ბაშოსთვის სუმოისტთა იერარქიული წოდებები გადანაწილდა.

როგორც ცნობილი იყო, ტოჩინოშინმა შეინარჩუნა ოძეკის ტიტული და მინიმუმ მომავალი ორი ბაშო ამ ტიტულს არავის დაუთმობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას უარყოფითი ბალანსი ექნება.

სუმოს სამყაროში ნოემბრის ბანძუკეს მაღალი საფეხურები ასე ნაწილდება:

  • იოკუძუნა - კაკურიუ, ჰაკუჰუ, კისენასოტო
  • ოძეკი - ტოჩინოშინი, გოეიდო, ტაკაიასუ
  • სეკივაკე - მიტაკეუმი, იჩინოჯო
  • კომოსუბი - ტაკაკეიშო , კაისეი
  • პირველი მაეგაშირა - მიოგირიუ, ჰოკოტოფუჯი
  • მეორე მაეგაშირა - ტოჩიოზანი, ტამავაში

უნდა აღინიშნოს, რომ წლის ბოლო ბაშოს, დიდი ალბათობით, იოკუძუნა ჰაკუჰო გამოაკლდება,
რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

რაც შეეხება გაგამარუს, როგორც ცნობილი იყო, ის მესამე ლიგაში დაქვეითდა და სეკიტორის ტიტული დაკარგა. მაკუშიტა დივიზიონში ის პირველ ნომრად არის განთესილი იაპონელ დაისეიდოსთან ერთად.

შეგახსენებთ, წლის ბოლო ბაშო ქალაქ ფუკოაკოში, ნოემბრის მეორე კვირას, 11 რიცხვში დაიწყება. სუმოისტები ამ ქალაქში თვის დასაწყისში გადაინაცვლებენ და ბოლო სამზადისს შეუდგებიან.

altსაგამოფენო ვარჯიშები - სუმოს სამყარო და ქართველები ნოემბრისთვის ემზადებიან [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ