კიუშუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა ნიშიგიკი დოჰიოდან გააძევა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს კიუშო ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ნიშიგიკი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 2:1-ზე ჰქონდა. თავიდან ნიშიგიკიმ შეუტია. ის ცდილობდა, მავაშში ჩაევლო ხელი, თუმცა ტოჩინოშინი კარგად უმკლავდებოდა, შემდეგ წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოდან იორიკირით გააძევა.

შეგახსენებთ, ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინმა თავისი ორთაბრძოლა მონღოლ ტამავაშისთან დათმო.

რაც შეეხება გაგამარუს, ის დღეს ისვენებდა, ხოლო გუშინდელ შეხვედრაში ის ტომოკაძესთან დამარცხდა.

ლევან გორგაძის მეტოქე ხვალ პირველი მაეგაშირა მიოგორიუ იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 11:7-ზე აქვს.


კიუშუ

ბაშო. I დღე: ქართველებს სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ ლევანს პირველ გამარჯვებას,მაგრამ ეს, ჯერ ის ტოჩინოშინი არ არის.ვიმედოვნებ ფორმაში შევა.
სოსო
16:40 12-11-2018
1
ლევან ჩვენი გვარის სიამაყე ხარ, მეც ზემო იმერელი ტოჩინოშვილი გახლავართ და ვამაყობ ამ კაცით.
აზნაურის გვარის
15:16 12-11-2018
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული